გუნდი, ისტორია, მიზნები და ამოცანები
ფედერაცია
საქართველოს რეკორდების ფედერაცია არის უმაღლესი მიღწევების - რეკორდების ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანიზაცია ქვეყანაში და წარმოადგენს ქართულ უმაღლეს მიღწევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ფედერაციის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში უმაღლესი მიღწევების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და სარეკორდო ფაქტების აღრიცხვა - რეგისტრაცია.
საქართველოს რეკორდების ფედერაცია არეგისტრირებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ, ან საქართველოს ტერიტორიაზე დამყარებულ ეროვნულ, კონტინენტურ და მსოფლიო რეკორდებს, საერთაშორისო კრიტერიუმებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.
ფედერაცია თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან, აგრეთვე რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.