ეროვნული რეკორდი

სატვირთო ტრაილერის ყველაზე ახალგაზრდა მძღოლი

8
წელი
რეკორდსმენი: სანდრო ზაქარაძე
სარეკორდო შედეგი: 7 წელი, 9 თვე და 22 დღე
ადგილი: თბილისი, საქართველო
თარიღი: 29 სექტემბერი 2020

რეკორდის აღწერა:

სანდრო ზაქარაძე დამოუკიდებლად მართავს სატვირთო ტრაილერს (DE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება) 8 წლის ასაკში. სარეკორდო ღონისძიებაზე მან წარმატებულად შეასრულა საგზაო მოძრაობის ძირითადი მანევრები (წინსვლა, მოხვევა, უკუსვლა, პარკინგი) Mercedes-Benz Actros–ის მოდელის ტრაილერით, 2020 წლის 29 სექტემბერს, ტანვარჯიშის არენას მიმდებარე ტერიტორიაზე (თბილისი, საქართველო). რეკორდის დამყარების მომენტში მისი ზუსტი ასაკი იყო 7 წელი, 9 თვე და 22 დღე.