ხშირად დასმული კითხვები

ამ სექციაში თქვენ იპოვით პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე, რეკორდებისა და მათი რეგისტრაციის პროცედურების შესახებ:

რა არის რეკორდი?
რეკორდი არის უმაღლესი მიღწევა, რომელიც იზომება რიცხვობრივად, გააჩნია შედარებითი კრიტერიუმები და შესაძლებელია მისი გაუმჯობესება
რა არის რეკორდის აუცილებელი კრიტერიუმები?
ყველა რეკორდი უნდა იყოს:
გაზომვადი – უნდა იზომებოდეს რიცხვობრივად, კონკრეტული საზომი ერთეულით;
გაუმჯობესებადი – საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მისი მოხსნა/გაუმჯობესება;
სტანდარტიზებადი – უნდა გააჩნდეს ძირითადი პარამეტრები და პირობები, რომლის დაცვასაც რეკორდის დამყარების ყველა მსურველი შეძლებს;
გადამოწმებადი – უნდა არსებობდეს სარეკორდო შედეგის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები;
იღებს თუ არა ფინანსურ ანაზღაურებას რეკორდსმენი?
არცერთი სარეკორდო ორგანიზაცია არ უხდის რეკორდსმენს ფულად ანაზღაურებას, ისინი მხოლოდ ხელს უწყობენ განსაკუთრებული უნარების მქონე პირებს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და ამით დააინტერესონ პოტენციური სპონსორები და მხარდამჭერები
რას სთავაზობს საქართველოს რეკორდების ფედერაცია რეკორდსმენებს?
– რეკორდის დამყარებას და შესაბამისი სტატუსის მინიჭებას სრულიად უფასოდ;
– პოტენციურ სპონსორებთან & მხარდამჭერებთან შუამდგომლობას;
– უცხოური ორგანიზაციების (გინესი და სხვ.) მონაცემთა ბაზებში რეგისტრაციას და საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებას;
– ცნობადობის ამაღლებას ტელე-რადიო და ბეჭდური მედიასაშუალებებით;
– ფედერაციისა და მისი პარტნიორების / სპონსორების მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობას;
რომელ სფეროში შეიძლება რეკორდის დამყარება?
ჩვენ ვარეგისტრირებთ რეკორდებს ყველა დარგში: სპორტი, კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება და ა.შ.
რეკორდის დამყარება ფასიანია?
ჩვენთან რეკორდის დამყარება უფასოა. ფედერაცია არ იღებს ანაზღაურებას რეკორდის რეგისტრაციის სანაცვლოდ. დაფინანსება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეკორდსმენობის კანდიდატი თვითონ მოითხოვს ფედერაციისგან დამატებით მომსახურებას, როგორიცაა ღონისძიების დაგეგმვა–ჩატარება, მსაჯებისა და საორგანიზაციო გუნდის მობილიზება და ა.შ.
როგორ გავხდე რეკორდსმენი?
რეკორდის რეგისტრაციის წესებისა და პირობების გასაცნობად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, ეწვიეთ შესაბამის ბმულს:
- ინდივიდუალური განაცხადისთვის;
- გუნდური / კორპორატიული განაცხადისთვის;

ვერ იპოვეთ პასუხი თქვენს შეკითხვაზე?