განაცხადის ფორმა ორგანიზაციებისთვის

რეკორდის დამყარება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, აგრეთვე – იურიდიული სტატუსის არმქონე საინიციატივო ჯგუფს. განაცხადის შემოტანა უფასოა!

მზად ხართ რეკორდის დასამყარებლად?

განცხადების განხილვის პირობები და ვადები

საქართველოს რეკორდების ფედერაცია განაცხადს განიხილავს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (განაცხადის სირთულის მიხედვით, განხილვის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს). ფედერაციის გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება ელექტრონული სახით, რომელშიც მითითებული იქნება გადაწყვეტილების სტატუსი (დადებითი ან უარყოფითი);
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება უარყოფის მიზეზი და ალტერნატიული სარეკორდო კატეგორიები, რომელიც შესაძლოა საინტერესო იყოს მისთვის.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, განმცხადებელი მიიღებს განცხადების უნიკალურ კოდს, სარეკორდო კატეგორიის ნორმატივებს, რეკორდის დასამყარებლად აუცილებელი წესებსა და რეკომენდაციებს, სააპლიკაციო განცხადების ფორმებსა და ოქმების ბლანკებს, რომლებიც რეკორდის დამყარების შემდეგ უნდა შეივსოს თვით რეკორდსმენისა და კვალიფიციური დამკვირვებლების მიერ.
მტკიცებულების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, ფედერაცია განიხილავს რეკორდის აღიარების საკითხს. დადასტურების შემთხვევაში, განმცხადებელს ენიჭება რეკორდსმენის სტატუსი და გადაეცემა ექსკლუზიური სერტიფიკატი, მისი შედეგი კი ემატება ფედერაციის მონაცემთა ბაზას. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, განმცხადებელს განემარტება უარის მიზეზი და ეგზავნება რეკომენდაციები მის გასაუმჯობესებლად. სურვილისამებრ, მას უფლება აქვს, კიდევ სცადოს რეკორდის დამყარება.
გისურვებთ წარმატებას!