საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ახალი ვებგვერდი, grf.ge აამოქმედა. ფედერაციის საიტი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტებისა და ტენდენციების შესაბამისად, კომპანია “აიტი ცენტრმა” დაამზადა.
საიტი ორენოვანია, შესაბამისად, ინფორმაციის მიღება ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი. დიზაინი მორგებულია ყველა ტიპის მოწყობილობაზე: სმარტფონზე, პლანშეტზე, პერსონალურ კომპიუტერზე, ტელევიზორზე და მხარდაჭერილია თანამედროვე ინტერნეტ-ბრაუზერების უახლესი ვერსიები.
დაინტერესებულ პირს შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ფედერაციის საქმიანობის, დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების, აგრეთვე რეკორდის რეგისტრაციის პირობებისა და პროცედურების შესახებ.
რაც მთავარია, ახალ ვებ-გვერდს დაემატა რეკორდების მონაცემთა ბაზა, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით განთავსებულია და მუდმივად განახლებადია ფედერაციის მიერ რეგისტრირებული რეკორდები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეკორდების ფედერაციის პირველი ვებგვერდი georgianrecords.com 2012 წელს ამოქმედდა და დღესაც ხელმისაწვდომია. ფედერაციის ხელმძღვნელობის გადაწყვეტილებით, ძველი ვებგვერდი არ გაითიშება, თუმცა ამიერიდან სიახლეები მხოლოდ grf.ge-ზე გამოქვეყნდება.